"ტელეფონი გაქრა, ბავშვი გაიგუდა, ჯანმრთელი, ჯანსაღი ბავშვი და ვის ვენდო"

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას ბაბუა აცხადებს, რომ ბავშვი დეიდაშვილთან ერთად საღამოს სასეირნოდ იყო გასული, რომელიც სახლში ცოტა ადრე დაბრუნდა. 

მისივე თქმით, ამის შემდეგ გოგონასთან დაკავშირებას ცდილობდნენ, თუმცა ის სატელეფონო ზარს არ პასუხობდა. 

"დეიდაშვილები ჩამოვიდნენ 9 საათზე, ითამაშეს, გაისეირნეს. ერთ-ერთი უფროსი ამობრუნდა. ეს პატარა, რომელიც დაგვეღუპა, დარჩა. წავიდა წრე დაარტყა, დაგვიანდა და ბავშვი აღარ არის, მეც დამიძახეს, ჩემმა დამ დამიძახა. ჩამოვედით, ვეძებთ, ბავშვი არსად არ არის. 3 საათამდე ვეძებდით, პოლიცია, კრიმინალისტები, სასწრაფო გამოვიძახეთ. შემდეგ ვნახეთ, ვნახეთ - გაგვიხარდა, რომ ცოცხალი, თურმე ნახეს, აღარ იყო. 

მე ვერ შევხედე, ჩალურჯება, არ ვიცი, პირში მიწა ჰქონდა და დუჟი ჰქონდა. დახეული ჰქონდა კაბა და ეს კრიმინალისტი გვეუბნება, ექიმი რომ ამოწმებდა იმ დროს დაიხაო. თითქოს ისე მეუბნებიან, რომ ძალადობა არ არისო, თითქოს ასე, მაგრამ ტელეფონი გაქრა, ბავშვი გაიგუდა, ჯანმრთელი, ჯანსაღი ბავშვი და ვის ვენდო. ჯანმრთელი ბავშვი იყო და არანაირი პრობლემა, არც ფსიქიკური, სავსებით ჯანმრთელი. ველოდებით, უნდა გადმოასვენონ, სამხარაულის ბიუროდან, რას იტყვიან, როგორ იტყვიან, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს",- აცხადებს ბაბუა. 

დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვლილების საქმეზე  გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

უახლესი ამბები