წყალტუბოში ჟიული შარტავას 79-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

წყალტუბოში, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის  სასულიერო გიმნაზიაში, ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადებიდან   79-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციაში   წარმოადგინეს როგორც საქართველოს ულამაზეს კუთხეში, აფხაზეთში ქართველი და აფხაზი ხალხის ერთად ცხოვრების ქრონიკები, ასევე 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის ტრაგიკული მოვლენები, რამაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა  მოწვეულ სტუმრებზე.

ღონისძიებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის  რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი  ნათია კოპალიანი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის "სოხუმის’’ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა გიმნაზიის პრორექტორმა სასწავლო-ადმინისტრაციულ დარგში მაია ონიანმა. მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და ახალგაზრდებს ერთიან და ძლიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები