ზელენსკი - ეს არის გადაწყვეტილება, საიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება

ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემა არის გადაწყვეტილება, საიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. ტერორისტი სახელმწიფოს ხელმძღვანელი და და კიდევ ერთი რუსი ოფიციალური პირი ოფიციალურად გახდნენ ეჭვმიტანილები ომის დანაშაულში. უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში - ათასობით ჩვენი ბავშვის უკანონო გადაყვანაში რუსეთის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ლიდერის ბრძანების გარეშე მსგავსი დანაშაულებრივი ოპერაციის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.

"ბავშვების ოჯახებიდან მოშორება, ნათესავებთან დაკავშირების ყოველგვარი შესაძლებლობის ჩამორთმევა, ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე დამალვა, შორეულ რაიონებში გაფანტვა - ეს ყველაფერი აშკარად რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკაა, სახელმწიფო გადაწყვეტილებები, სახელმწიფო ბოროტება, რაც იწყება ამ სახელმწიფოს პირველი ჩინოვნიკისგან", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პროკურორ კარიმ ხანის გუნდს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას სამართლიანობისთვის ბრძოლაში. 

მისივე თქმით, ამ დროისთვის უკრაინაში ძალის გამოყენებით გაყვანილი 300-ზე მეტი ბავშვი დააბრუნეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები