მამუკა გამყრელიძე - უკვე მკვეთრად დადგება პუტინის ჩანაცვლების საკითხი კრემლში

ზავის, უკრაინისთვის ამ ეტაპზე არასასიამოვნო საკითხი აღარ წამოიჭრება, რადგან პუტინთან ზავს უკვე ვეღარავინ დადებს, - ამის შესახებ პარტია "ევროპელი დემოკრატების" გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს.

"კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოიტანა და მგონი ყველას გამოგვრჩა. 

მომძლავრებული საუბრები (სამწუხაროდ, ამერიკულ პრესაშიც) შესაძლო ზავზე უკრაინასა და რუსეთს შორის ახლა ჰაერში გამოეკიდა. სი ძინპინის ვიზიტის "მშვიდობისმყოფელმა" შინაარსმაც ჩაილურის წყალი დალია. 

საქმე იმაშია, რომ საზავო ხელშეკრულება მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურებს შორის შეიძლება დაიდოს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეიძლება მოხდეს უფრო დაბალ დონეზე, მაგრამ ის ზავი არ არის. 

შესაბამისად ზავის, უკრაინისთვის ამ ეტაპზე არასასიამოვნო საკითხი აღარ წამოიჭრება, რადგან პუტინთან ზავს უკვე ვეღარავინ დადებს. 

უკვე, მკვეთრად დადგება პუტინის ჩანაცვლების საკითხი კრემლში. აქამდე ეს მხოლიდ მოარული ჭორები და ბაქიბუქა ინსაიდერების ბრავადა იყო. ახლა კი ასეთი აუცილებლობა კრემლს რეალურად დაუდგა. 

პოპკორნი მოვიმარაგოთ

P.S. მე ფსონს კირიენკოზე ვდებ. ნუ... პატარა ფსონს უმცროს პატრუშევზეც დავდებ", - წერს გამყრელიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid02ydq9fJxnkSvmKMGJXAkCJid4ng46gWRks9UoFdfhozgG3kpj1VU1jZ6wyRFWQq6cl%26id%3D100005777950368&show_text=true&width=500" width="500" height="342" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>