პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ლონდონში შეხვედრა გამართეს

იუსტიციის მინისტრები მთელი მსოფლიოდან ლონდონში შეიკრიბნენ, რათა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიების მხარდაჭერა განეხილათ.

ბრიტანეთის გენერალურმა პროკურორმა დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ მთავრობა გააგრძელებს სასამართლოს დაფინანსებას და ექსპერტიზის მიწოდებას მანამ, სანამ "სამართლიანობა არ აღსრულდება“.

"ჩვენ დღეს ვიკრიბებით ლონდონში, გაერთიანებული ერთი მიზნით - პასუხისმგებლობა დავაკისროთ ომის დამნაშავეებს უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის ამ უსამართლო, არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრის დროს“, - განაცხადა მან.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის ბრალდებით პუტინის დაკავების ორდერი 17 მარტს გასცა.