სალომე ზურაბიშვილი - სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება

სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება, - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს.  

ასეთი შეფასებები შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, რასაც ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ამ ბოლო მოვლენების ფონზე", - წერს ზურაბიშვილი.

შალვა პაპუაშვილი დღეს სტუდენტების მიერ ირაკლი კობახიძის ლექციასთან დაკავშირებით პროტესტს გამოეხმაურა.

"ვნახეთ ასევე 1000-ლარიანი ახალგაზრდები, ხდება შეშვება ამა თუ იმ ლექტორთან აუდიტორიაში, ვნახეთ ბოლო ფაქტი ირაკლი კობახიძის ლექციაზე, იყო ჩაშლის მცდელობა - ადამიანი, რომელიც სტუდენტიც კი არ არის და საერთოდ თსუ-ის სტუდენტი არასდროს ყოფილა, სადაც იყო სტუდენტი, იქაც შეჩერებული აქვს სტატუსი. პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ, ნაციონალური მოძრაობის კოორდინირებით არის მცდელობა, რომ ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ. ოპოზიცია ცდილობს, ამ გარემოში გვამყოფოს და სწორედ ეს სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fzourabichvilisalome%2Fposts%2Fpfbid025d7wtFZNEbWYagaZFpKP72Dy2dwgvAzTqFUAEaESPBEYbDTmBSZAHMF7xbqzEfvBl&show_text=true&width=500" width="500" height="316" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>