ირაკლი კობახიძე - ბოლშევიკური "ტროიკა" პირდაპირაა ჩართული ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში, რომლის მიზანია, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

ბოლშევიკური "ტროიკა“ პირდაპირ ევროკავშირის დერეფნებში დადის  და აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ისინი პირდაპირ არიან ჩართული ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში, რომლის მიზანია, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

"ეს არის ერთგვარი ბოლშევიკური „ტროიკა“, ძალიან უხდება მათ ეს სახელი. ისინი ვერც მალავენ, რომ აწარმოებენ აგიტაციას, დადიან პირდაპირ ევროკავშირის დერეფნებში და აწარმოებენ კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა, ისინი პირდაპირ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც თითოეული დეპუტატი უნდა იყოს პასუხისმგებელი ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმაზე. როცა ამ პირობებში ისინი პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ,  ადრე აწარმოებდნენ აგიტაციას ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ,  ეს ყველაფერი აჩვენებს მათ დამოკიდებულებას საკუთარი სახელმწიფოს, ქვეყნის მიმართ. ისინი პირდაპირ არიან ჩართული ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში, რომლის მიზანია, საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები