ბექა ლილუაშვილი - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება სერიოზული პასუხია არა მხოლოდ უკრაინის კონტექსტში, არამედ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის კონტექსტში

"არ შემიძლია და არც თქვენ უნდა შეგეძლოთ იგნორირება მოახდინოთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების, რომლითაც გამოსცეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან სერიოზული პასუხი არა მხოლოდ უკრაინის კონტექსტში, არამედ რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციის კონტექსტში და კიდევ ერთხელ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობას მსგავსი უსამართლობის და ბოროტების აღმოფხვრის პროცესში“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა ბექა ლილუაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ კვალავ აგრძელებს რუსული მიზნების მქონე კანონის სხვადასხვა პოლიტტექნოლოგიური "ტრიუკებით“ პოპულარიზაციას. საქართველოს პარლამენტის წინ აორგანიზებს ე.წ. პრორუსულ საპროტესტო აქციას, წვავს ევროკავშირის დროშას, ეწევა  სტუდენტების გაშავებით პროტესტის ჩახშობას.

"თქვენ იშორებთ ყველას, მათ შორის, თქვენი რიგებიდან მათ, ვინც მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს და დაემორჩილა საკუთარ მორალს და ღირებულებებს. ამ ფონზე გაკრიტიკებთ ყველა სტრატეგიული პარტნიორი. ვნახეთ ძალიან მწვავე შეფასება სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რომელიც არის უპრეცედენტოდ მკაცრი დაწყებული ადამიანის უფლებების მიმართულებებიდან, დემოკრატიის სხვა ყველა მაჩვენებლით გაგრძელებული. დღეს კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ ოკუპანტი სისხლის სამართლის დამნაშავე პირის მიერ მართული ქვეყნის, რუსეთის  ინტერესების შესაბამისად მოქმედება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეს არის დანაშაული და უნდა იყოს აღკვეთილი“, - მიმართა უმრავლესობას ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები