ქეთევან ბაკარაძე - რა ბედი ელის მრავალრიცხოვან კოლექტივს, კლინიკურ ბაზას, რომელიც ათასობით სტუდენტის აღზრდის საუკეთესო რესურსია?!

მხარს ვუჭერ აკ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის-რესპუბლიკური საავადმყოფოს მთელ კოლექტივს ყველა შესაძლო ინსტრუმენტითა და ბერკეტით, - ამის შესახებ აფხაზეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი ქეთევან ბაკარაძე სოციალურ ქსელში წერს.

"თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისთვის რესპუბლიკური საავადმყოფო განსაკუთრებულად საკრალური დატვირთვის და მიზიდულობის ცენტრი იყო; მისი ლაბირინთული დერეფნებიც კი მაგიურ ენერგეტიკას ასხივებდა და მომავალი მედიკი ყველაზე კარგად შეიგრძნობდა დიდი ისტორიული გამოცდილების მქონე საავადმყოფოს სიდიადეს. 

დარგის უდიდესი პროფესიონალების მიერ, მაშინდელი მსოფლიოს საუკეთესო ნიმუშების გაზიარებითა და ყველა სტანდარტის გათვალისწინებით მეტად პედანტურად შეირჩა ლოკაცია, არქიტექტურა, ფუნქცია და სტრატეგიული დანიშნულება იმ შენობათა კომპლექსისთვის, რომლებიც წლებია, მოჭარბებული ყურადღების ობიექტი გახდა სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებისა, თუ კერძო ინტერესის მქონე ორგანიზაციებისთვის.

მასმედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმოყოფო კვლავ აქტუალური გახდა და ძალიან ნეგატიური კონტექსტით ყურადღების ეპიცენტრში მოექცა! როგორც სამედიცინო პერსონალი გამოთქვამს წუხილს, შენობა დემონტაჟს უნდა დაექვემდებაროს და გაურკვეველია, რა პროექტი ჩაანაცვლებს მას, რა ბედი ელის მრავალრიცხოვან კოლექტივს, კლინიკურ ბაზას, რომელიც ათასობით სტუდენტის აღზრდის საუკეთესო რესურსია, შენობის უკვე ლეგენდად ქცეულ ისტორიულ წარსულს, ტრადიციებს და ქართული ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტს⁉️

მხარს ვუჭერ აკ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის-რესპუბლიკური საავადმყოფოს მთელ კოლექტივს ყველა შესაძლო ინსტრუმენტითა და ბერკეტით; ვიზიარებ მათ სრულიად ობიექტურ და სამართლიან გულისტკივილს", - წერს ბაკარაძე.

აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლებმა გუშინ წერილი გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით. 

უახლესი ამბები