მამუკა მდინარაძე - ISFED არის თაღლითური ორგანიზაცია, რომელმაც ქვეყნის აყირავების მიზნით ჩაიდინა თაღლითობა

ISFED არის თაღლითური ორგანიზაცია, რომელმაც ქვეყნის აყირავების მიზნით, 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, ჩაიდინა პირდაპირ თაღლითობა - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით,  არჩევნების გაყალბება ბევრი ახსოვს მთელ მსოფლიოს, მაგრამ სადაც არ გაყალბდა არჩევნები, იქ გაყალბდა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები და ასეთი არ ახსოვს მსოფლიოს, მოხდა საქართველოში. 

მამუკა მდინარაძემ ოპოზიციურ მედიას ჰკითხა, მათი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე თუ შეუძლიათ თქვან, რომ ISFED - მა  მონაცემები გააყალბა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ მათ ეს ვალდებულება არ აქვთ.

"არ ხართ ვალდებული, მაგრამ თუ გაქვთ ნება? თქვენ ამბობთ, რომ რადგან ეს ორგანიზაციები არიან ის ორგანიზაციები, რომელზეც ციტირებს სახელმწიფო დეპარტამენტი, ისინი არიან აპრიორში და ავტომატურად სანდოები. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში ხშირად მოხვედრილა ISFED-ის მონაცემები და თვითონ კი არ ლაპარაკობს, შეგნებულად ახდენს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ციტირებას, ეს შემთხვევითი არ არის, მაგრამ ახლა მე თქვენ გეკითხებით, ISFED თქვენთვის სანდოა თუ არ არის სანდო? არ პასუხობთ, რატომ  იცით, მართალი ბრძანდებით, თქვენ არ ხართ ვალდებული, მაგრამ თუ გაქვთ ამის ნება, სპეციალურად გითხარით, არ გაქვთ ამის ნება, ამიტომ მე გიპასუხებთ -  ISFED არის თაღლითური ორგანიზაცია, რომელმაც ქვეყნის აყირავების მიზნით, 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, ჩაიდინა პირდაპირ თაღლითობა. ენჯეოა,  ვერ ავუკრძალავთ საქმიანობას, მაგრამ ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ ISFED-ის სანდოობის ხარისხი გადის აქ.  არჩევნების გაყალბება ბევრი ახსოვს მთელ მსოფლიოს, მაგრამ სადაც არ გაყალბდა არჩევნები, იქ გაყალბდა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები და ასეთი არ ახსოვს მსოფლიოს, მოხდა საქართველოში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები