გიორგი ვაშაძე - ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი, გავათავისუფლოთ ქვეყანა რუსული ტიპის მმართველობისგან, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, გავხდეთ ევროკავშირის და ნატო-ს წევრი

დღეს ამოცანა ის კი არ არის, რომელი პარტია უკეთესია, დღეს ამოცანაა, რომ რუსეთს არ დავუთმოთ ეს ქვეყანა და ამაში გვაქვს სრული მხარდაჭერა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

"ჩვენ ჩავიტანეთ სწორედ ის გზავნილი, რომელიც ხალხს ჰქონდა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მაგალითად, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“, პარტნიორ პარტიებთან ერთად, არაერთ რეზოლუციაში გვაქვს ეს მითითებული. ვფიქრობ, ძალიან სწრაფად განვითარდება მოვლენები. საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, უნდა შევიტანოთ განაცხადი ნატო-ში და ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს გვერდით. ეს დროებითი რუსული მოვლენა უნდა ჩავაბაროთ წარსულს. ჩვენს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებს კარგად აქვთ გააზრებული, რამდენად ჰიბრიდულ და მახინჯ ძალას ვებრძვით. დღეს ამოცანა ის კი არ არის, რომელი პარტია უკეთესია, დღეს ამოცანაა, რომ რუსეთს არ დავუთმოთ ეს ქვეყანა და ამაში გვაქვს სრული მხარდაჭერა. თუ ვამბობთ, რომ რუსული რეჟიმისგან გასათავისუფლებელია ქვეყანა, ყველა სხვა განსხვავება უნდა გადავდოთ და ამ მიმართულებით ერთად ვიმუშაოთ. სამი პოლიტიკური ძალის საწყისი ფუნდამენტიც ეს იყო. ხედავთ, აქ საზოგადოების ბევრი წარმომადგენელია შეკრებილი და მათთანაც ამაზე ვმსჯელობთ. გამარჯვება შეუძლია მოიპოვოს ძალას, რომელიც ევროპაშია.

ვაპირებთ, მილიონი ხელმოწერა შევაგროვოთ, ამაზე გვაქვს ახლა მსჯელობა საზოგადოების წევრებთან. ვფიქრობ, რომ სრულ სინერგიაში ვიყოთ როგორც ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი, საზოგადოების წევრები, სტუდენტები, ახალგაზრდები – ყველა, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი, გავათავისუფლოთ ქვეყანა რუსული ტიპის მმართველობისგან, მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი და გავაძლიეროთ ეს ქვეყანა. ეს არის ჩვენი ამოცანა. მილიონი ხელმოწერიდან 80 ათასი უკვე შეგროვებულია, ამ აქციების გამო კამპანია ცოტა არ იყო აქტიური, ამას ჩვენ გავააქტიურებთ ახლა, მთელ საქართველოს მოვედებით. მილიონ ხელმოწერას ჩავიტანთ ბრიუსელში, ჩავიტანთ ვაშინგტონში, მათაც ვეტყვით, რომ არ მოუსმინონ კობახიძეს, რადგან ჩვენ მას მაკრატლით ვერ გავეკიდებით და ენას ვერ ამოვაჭრით, როცა თქვენ გლანძღავენ, მაგრამ ჩვენ აქ ვართ, ხალხი თქვენკენ არის, ხალხი საქართველოსკენ არის და ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. კიდევ ერთხელ გავუმეორებ იმ მედიას, რომელიც ჩემს განცხადებებს ტუკტუკით კითხულობს, დიახ, მე ყველგან ვამბობ – მიეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები