უნგრეთი პუტინს ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში არ დააპატიმრებს - ორბანის მთავრობა სამართლებრივ საფუძველს ვერ ხედავს

უნგრეთი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში არ დააპატიმრებს, ვიქტორ ორბანის მთავრობა სამართლებრივ საფუძველს ვერ ხედავს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა გერგელი გულიაშმა განაცხადა.

უნგრეთმა რომის სტატუტს ხელი მოაწერა და მისი რატიფიცირებაც მოახდინა.

კითხვაზე, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს უნგრეთში ჩასვლის შემთხვევაში, გულიაშმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რომის სტატუტი არ იყო ინტეგრირებული უნგრეთის სამართლებრივ სისტემაში.

"ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ უნგრეთის კანონს და მის საფუძველზე არ შეგვიძლია რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრება“, - განაცხადა გულიაშმა.

მისივე თქმით, უნგრეთის მთავრობას "არ ჩამოუყალიბებია პოზიცია" პუტინის დაკავების ორდერთან დაკავშირებით.

"ეს გადაწყვეტილება არ არის ყველაზე წარმატებული, რადგან ის იწვევს შემდგომ ესკალაციას და არა მშვიდობას, ეს ჩემი პირადი სუბიექტური აზრია", - აღნიშნა გულიაშმა.

პუტინი მესამე მოქმედი პრეზიდენტია, ვის მიმართაც ჰააგის სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა.

მსგავსი სიახლეები