ეკა გიგაური - ჩვენ ვთხოვეთ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ამ გზაზე მხარდაჭერა გამოუთქვას ჩვენ ხალხს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელის ეკა გიგაურის თქმით, შეხვედრაზე ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

"ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, რა თქმა უნდა, განვიხილეთ ეს რუსული კანონი, რა პროცესები იყო ამ კანონის ინიცირებამდე, ინიცირებისა და ჩაგდების შემდეგ. ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოში, ჩვენ მოქალაქეებს, ქართულ საზოგადოებას სჭირდება ევროკავშირისგან სტატუსი და ჩვენ ვიმსახურებთ ამ სტატუსს, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს სტატუსი და ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ წლის ბოლოს ევროკავშირისგან სტატუსი მივიღოთ, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, გვჭირდება დასავლელი პარტნიორების დახმარება ამ მიმართულებით, ჩვენ ვთხოვეთ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ამ გზაზე მხარდაჭერა გამოუთქვას ჩვენ ხალხს, იმიტომ, რომ დღეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის არის ის, ვინც იბრძვის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ამისთვის არაფერს აკეთებს ხელისუფლებას, ისინი პირიქით, აფუჭებენ საქმეს.

მთავარი რაც ჩვენ ვთხოვეთ მათ, რომ ჩვენ აუცილებლად ეს სტატუსი უნდა მივიღოთ ქართველი ხალხისთვის", - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

მისივე თქმით, საუბარი იყო მედიაგარემოზე და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პატიმრობაზეც.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები