თამარ კორძაია - იქნებ დაფიქრდეთ, რატომ არ გვაქვს ჩვენ სტატუსი, იქნებ ისეთი განცხადებების გამო, რომელსაც ამ ტრიბუნიდან თქვენ ამ წუთებში აკეთებდით

"მაინტერესებს, რა ტიპის ფინანსურ დახმარებას იღებთ იმ ევროპისგან, რომელსაც  თქვენ ამ წუთში კრიმინალურ ევროპას უწოდებთ? დღეს რომ ხვდებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლის სახელმწიფომ  1 მლნ 300 ათასი გამოგვიყო ტექნიკური მხარდაჭერისთვის, აი, იმ ევროპას ეძახით თქვენ კრიმინალების მფარველებს”, - ამ რეპლიკით მიმართა პარლამენტის უფრაქციო წევრმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს  ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლის შემდეგ.

"თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ მოლდოვაზე და უკრაინაზე მეტად ვიმსახურებდით ჩვენ სტატუსს, გეთანხმებით, მაგრამ იქნებ დაფიქრდეთ, რატომ არ გვაქვს ჩვენ სტატუსი, იქნებ ისეთი განცხადებების გამო, რომელსაც ამ ტრიბუნიდან თქვენ ამ წუთებში აკეთებდით. იქნებ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომლის გამოც ჩვენ აღარ გვაქვს სტატუსი. როდესაც პარტნიორი ევროპელები მილიონებს გაძლევენ იმისათვის, რომ მერე ასეთი წერილობითი ანგარიში მოგვაწოდოთ პარლამენტში და გვთხოვენ, არ მივიღოთ რუსული კანონი, თქვენ ამას ეძახით დეზინფორმაციას, აი, ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ არ გვაქვს ჩვენ კანდიდატის სტატუსი”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები