ბექა ლილუაშვილი - მტერი, ბატონო ირაკლი, მტერი! მტერია რუსეთის ფედერაცია!

თქვენ ომის სურათი დაუხატეთ ქართულ საზოგადოებას, მოახდინეთ ქართული საზოგადოების შიშის გაღვივება, - ასე მიმართა პარლამენტის წევრმა ბექა ლილუაშვილმა პრემიერ-მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

"ბატონო ირაკლი, დღეს კიდევ ერთხელ აზრი, შინაარსი დაუკარგეთ ამ მნიშვნელოვან საპარლამენტო ინსტრუმენტს, რასაც ინტერპელაცია ჰქვია და ამიტომ მე მიწევს კონკრეტული ციტატების მოყვანა თქვენი წერილობითი პასუხიდან - „ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საბოლოო პროექტი მზად არის, თუმცა უსაფრთხოების გარემოს დინამიურობის გათვალისწინებით, დოკუმენტი დამტკიცდება მას შემდეგ რაც რეგიონული უსაფრთხოების და სტაბილურობის ძირითადი კონტურები გამოიკვეთება“. მე გეთანხმებით ერთ რამეში, რომ შეიძლება ამ კონფლიქტის საბოლოო შედეგების პროგნოზირება უკიდურესად რთული იყოს, მაგრამ ვის მხარეზე უნდა იდგეს ის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ეს არის არჩევანის საკითხი და ეს არ არის პროგნოზის საკითხი. თქვენ სამწუხაროდ, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლებამ, ამ ომში და არა საბრძოლო მოქმედებებში,  უკრაინის დამარცხების პოზიცია აირჩიეთ. რუსეთის ფედერაცია ერთხელაც არ გიხსენებიათ ომის მწარმოებელი, აგრესორი ქვეყნის კონტექსტში. „დიდი გამოწვევა“, „საბრძოლო მოქმედებები“, „ნომერ პირველი ბირთვული სახელმწიფო“ - მტერი, ბატონო ირაკლი, მტერი! მტერია რუსეთის ფედერაცია! მაგრამ თქვენ ფანტასტიურად შეასრულეთ თქვენი ფუნქცია - ომის სურათი დაუხატეთ ქართულ საზოგადოებას, მოახდინეთ ქართული საზოგადოების შიშის გაღვივება. ეს ფუნქცია გქონდათ როგორც ჩანს, სიმონიანები რომ აცხადებენ ხოლმე რუსეთის პროპაგანდისტული არხებიდან, რომ რაკეტები გამოფრინდება თბილისის მიმართულებით. აი, ეს ფუნქცია გააკეთეთ ახლა თქვენ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები