კელი დეგნანი - გადაწყვეტილებებს აქ ქართველი ხალხი იღებს, ჩვენ ყველამ ვნახეთ ორიოდე კვირის წინ

საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეასრულებს ეს ქვეყანა იმ პირობებს, რომლებიც ევროკომისიამ ნათლად ჩამოაყალიბა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

"რაც ამ ქვეყანაში ბოლო დღეებში ვიხილე, იმის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ გადაწყვეტილებებს აქ ქართველი ხალხი იღებს. ჩვენ ყველამ ვნახეთ ორიოდე კვირის წინ, როგორ გამოვიდა ქუჩებში ასიათასამდე მოქალაქე, გამოხატა თავისი მკაფიო პოზიცია და ნათლად დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. იგივე მოხდა ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში და სხვა ქალაქებში, სადაც ხალხმა განაცხადა, რომ ევროპული მომავალი სურთ.

საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეასრულებს ეს ქვეყანა იმ პირობებს, რომლებიც ევროკომისიამ ნათლად ჩამოაყალიბა. ეს დამოკიდებულია პარლამენტზე, სხვა მონაწილე მხარეებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე. ამ რეფორმებში ახალი არაფერია. ეს ის რეფორმებია, რომლებზეც საქართველო ისედაც მუშაობს წლებია და გარკვეულ პროგრესს უკვე მიაღწია. 

ეს არ არის ერთი ადამიანის პროექტი, ეს არის მთელი საქართველოს პროექტი. უმჯობესია, ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად, გაკეთდეს საქმე, შესრულდეს ეს რეკომენდაციები და რაც მთავარია, არა ზედაპირულად, არამედ შინაარსობრივად. ჩვენ ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი ერთგულია ევროპული არჩევანის და იმედია, ხელისუფლება მოუსმენს ხალხს. სწორედ ამის დანახვა სურთ ევროპელ ლიდერებს, სწორედ ეს სურს ქართველ ხალხს და ახლა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს შესრულდეს", - განაცხადა დეგნანმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები