ერდოღანს და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. განხილულ საკითხებს შორის უკრაინა იყო.

"როგორც ცნობილი გახდა, სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა განიხილეს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების ნაბიჯები და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები.

მხარეებმა "მარცვლეულის შეთანხმების“ საკითხიც განიხილეს. საუბრისას ერდოღანმა მადლობა გადაუხადა პუტინს შავი ზღვის ინიციატივის გაგრძელებისადმი პოზიტიური დამოკიდებულებისთვის.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის სწრაფად დასრულებას მოლაპარაკებების გზით“, - წერს თურქული მედია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები