საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთის ნაკრებს ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 6:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა და ბევრისთვის მოულოდნელად მონღოლებმა ქართველებს საკმაო წინააღმდეგობაც გაუწიეს, თუმცა მეორე ნახევარში სცენარი რადიკალურად შეიცვალა და მოვლენები ჩვენი ნაკრების სასიკეთოდ წარიმართა.
საბოლოო ჯამში ჯვაროსნებმა ექვსი ბურთი გაუტანეს მეტოქეს, გოლების ავტორები: დავით ვოლკოვი, გიორგი ჩაკვეტაძე (დუბლი), საბა ლობჟანიძე, გიორგი ბერიძე და ბუდუ ზივზივაძე არიან.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას “ევრო 2024”-ის შესარჩევ ეტაპზე ბათუმში, ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 28 მარტს, 20:00 საათზე დაიწყება.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი