მეუფე გრიგოლი - ჩვენი სარწმუნოება წარმოადგენდა იმ სალ კლდეს, რომლის დანგრევა მტრებმა ვერ მოახერხეს და ამით საქართველომ საუკუნეების უმძიმეს ქარტეხილებს გაუძლო

ქრისტიანობა ისე შეერწყა ქართველი ერის ცხოვრებას, რომ ის მისი იდენტობის განუყოფელი ნაწილი იყო. ამიტომ ვამბობთ დღეს, რომ ქართული იდენტობა ქრისტიანობის გარეშე წარმოუდგენელია, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ფოთის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სამრევლოში ქადაგებისას განაცხადა.

"დღეს კიდევ ერთი, უაღრესად მნიშვნელოვანი და ღირსსახსოვარი თარიღია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე. გილოცავთ ამ დიდებულ დღეს.

იყო დრო, როცა ჩვენი დედ ეკლესიის ავტოკეფალია (ყოველგვარი კანონიკური საფუძვლების საწინააღმდეგოდ) იქნა გაუქმებული.

ქრისტიანობის ისტორია საქართველოში იწყება პირველი საუკუნიდან, როცა ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა და გვაუწყა ჩვენთვის ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეს შესახებ. ანდრიას დაწყებული საქმე IV საუკუნეში გააგრძელა და განავრცო მოციქულთასწორმა ქალწულმა ნინომ, რომლის მოციქულებრივი ღვაწლის შედეგად მცხეთაში მოინათლა სამეფო ოჯახი და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა, ხოლო V საუკუნიდან კი, წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის მეფობის ხანაში, საქართველოს ეკლესია უკვე ავტოკეფალური გახდა.ქრისტიანობა ისე შეერწყა ქართველი ერის ცხოვრებას, რომ ის მისი იდენტობის განუყოფელი ნაწილი იყო. ამიტომ ვამბობთ დღეს, რომ ქართული იდენტობა ქრისტიანობის გარეშე წარმოუდგენელია.

საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან ვიცით, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბურჯი და მისი იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი (ხშირად, ერთადერთიც) წყარო იყო. 

ჩვენი სარწმუნოება წარმოადგენდა იმ სალ კლდეს, რომლის დანგრევა მტრებმა ვერ მოახერხეს და ამით საქართველომ საუკუნეების უმძიმეს ქარტეხილებს გაუძლო, მაგრამ XVIII საუკუნის ბოლოს განსაკუთრებით მწვავედ დადგა საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. აბობოქრებულ მაჰმადიანურ ოკეანეში მყოფი საქართველოს შემდგომი ბედი სწორედ რელიგიურმა ფაქტორმა განსაზღვრა და 1783 წელს რუსეთთან ხელი მოეწერა „გეოგიევსკის ტრაქტატს“, რასაც მოგვიანებით მძიმე შედეგი მოყვა.

1801 წელს, რუსეთის იმპერიის მიერ ქვეყნის ანექსიის შედეგად, ჯერ აღმოსავლეთ, ხოლო შემდეგ კი დასავლეთ საქართველოში გაუქმდა სამეფო ტახტი, ანუ მოიშალა ქართული სახელმწიფოებრიობა. პოლიტიკური დამოუკიდებლობის არარსებობის პირობებშიც კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რჩებოდა ეროვნული ცნობიერების შენარჩუნების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად, რაც იმპერიის პოლიტიკური ზრახვების განხორციელებას აფერხებდა; ამის საფუძველზე დაიწყო ეკლესიის დამოუკიდებლობის ხელყოფაც; ჯერ აღმოსავლეთ საქართველოში გაუქმდა საპატრიარქო (1811 წ.), შემდეგ კი დასავლეთ საქართველოში (ლიხთ-იმერეთისა და აფხაზთა საკათალიკოსო - 1814 წ.) და შეიქმნა საქართველოს საეგზარქოსო, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი სინოდის დაქვემდებარებაში გადავიდა. ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ ქართულ სახელმწიფოსთან ერთად დამოუკიდებლობა დაკარგა საქართველოს ეკლესიამაც;ერთმორწმუნეობის იდეაზე დამყარებული დიპლომატიის იმედები არ გამართლდა. საქართველოში დაიწყო ეგზარქოსთა უმძიმესი ხანა.

საქართველოში გაუქმდა ოცდახუთამდე სამღვდელმთავრო კათედრა, დაიხურა უამრავი ეკლესია-მონასტერი, ხოლო მოქმედ ტაძრებში აიკრძალა ქართულად ღვთისმსახურება.

სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესი რუსულ ენაზე გადავიდა; იგივე ხდებოდა საღვთისმსახურო პრაქტიკაში, მიზანმიმართულად იდევნებოდა ქართული ენა და ქართული ტრადიციული გალობა, სანაცვლოდ შემოჰქონდათ რუსული ენა და ზნე-ჩვეულებები, ხელოვნურად ხდებოდა კუთხური სეპარატისტული განწყობის დანერგვა სხვადასხვა მხარეში.საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და დაკარგვა ცარისტული რუსეთის მიერ ამ უმტკიცესი ბურჯის ნგრევას ნიშნავდა. ამის შედეგად მოირღვა ქართული სახელმწიფოებრიობის ბჭენიც, რადგან - სარწმუნოების კვალდაკვალ - შეიბილწა ენა და, საბოლოო ჯამში, მამულის განცდაც ნელ-ნელა იკარგებოდა.შემთხვევით როდი განსაზღვრავდა წმიდა ილია მართალი ქართველთა ისტორიული მეხსიერების სტრუქტურას შემდეგნაირად: მამული - ენა - სარწმუნოება.

ეს სამი კომპონენტი - „სამი ღვთაებრივი საუნჯე“ - ერთ დიდ მთლიანობას ქმნის და, გარკვეულწილად, ქართველობის დიდ განცდად ერთიანდება. მამულს საფუძვლად ექმნა ენა და სარწმუნოება. ეს სამი დიადი განძი - წმიდა ილია მართლის სიტყვებით - „სამი ღვთაებრივი საუნჯეა“.

საქართველოსთან მიმართებით ცარისტული პოლიტიკის ფორმულა ასეთი იყო: „დიდი ძმის“ კომპლექსი უნდა დამკვიდრებულიყო არა მარტო სახელმწიფოებრივ დონეზე, არამედ ეკლესიურ დონეზეც. თუკი ეს ფორმულა გამოდგებოდა და ხორცს შეისხამდა, მაშინ საქართველოს ეკლესია დაკარგავდა თავის საკუთრივ სახეს და საფრთხე დაემუქრებოდა მის მოციქულებრივ მემკვიდრეობას. ამის შედეგი კი ის უნდა ყოფილიყო, რომ ქართული ეკლესიას ლეგიტიმაცია უნდა ეპოვა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში და (ირიბად მაინც) უარი უნდა ეთქვა თავის უძველეს მოციქულებრივ ტრადიციაზე. შესაბამისად, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისა და დაკარგვის შედეგად უდიდესი საფრთხე დაემუქრა მის იდენტობას, და (იმ დროისთვის) ის ოდენ ქართველთა ისტორიულ და მწიგნობრულ მეხსიერებას შემორჩა.

საქართველოს ეკლესიის ნაცვლად რუსეთის საეგზარქოსოს შექმნა და ჩამოყალიბება სწორედ ამის დასტურია. ამის შედეგად მოხდა საქართველოს ეკლესიის რეორგანიზება. შეიზღუდა ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა. ამდენად, ქრისტეს მოძღვრება უკვე აღარც კი აღიქმებოდა ქართველთა იდენტობის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად. ენისა და სარწმუნოების მოშლის შედეგად მამულის გაგებაც მეტისმეტად შევიწროვდა, დაკნინდა და ვიწრო, ლოკალური მნიშვნელობა შეიძინა.ქრისტეს ეკლესიის მამები და ერის საუკეთესო შვილები ხვდებოდნენ, რომ სარწმუნოებისა და ქართული ეროვნული ცნობიერების გადასარჩენად საჭირო იყო საქართველოს ეკლესიის გათავისუფლება რუსეთის სახელმწიფოს იდეოლოგიური და პოლიტიკური წნეხისგან, რომლის განხორციელებაშიც აქტიური როლი ჰქონდა დაკისრებული რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას.დღის წესრიგში უკიდურესი სიმწვავით დადგა საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის დამოუკიდებლობის (ავტოკეფალიის) აღდგენის საკითხი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად სასულიერო პირებთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ ეპისკოპოსი კირიონ საძაგლიშვილი, ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე, დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე; ბრძოლაში ჩაებნენ ქართველი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწენი: ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ცაგარელი, ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვ.ავტოკეფალისტები, მიუხედავად დევნისა და რეპრესიებისა, აქტიურად აყენებდნენ ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნას კანონიკურ სამართალსა და ისტორიულ არგუმენტებზე დაყრდნობით; 

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ყველა გზა და საშუალება ამოიწურა, 1917 წლის თებერვალ-მარტში რუსეთის იმპერიაში მიმდინარე რევოლუციური მოვლენების ჟამს, ქართველმა სამღვდელოებამ ისარგებლა შექმნილი ვითარებით და 1917 წლის 12 (25) მარტს, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილად გამოაცხადა. 1917 წლის 8-17 სექტემბერს თბილისში გამართულმა პირველმა საეკლესიო კრებამ აირჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ეს პატივი წილად ხვდა ავტოკეფალური მოძრაობის გამორჩეულ მოღვაწეს, ეპისკოპოს კირიონს, რომელსაც ეწოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II (საძაგლიშვილი). ეკლესიის წინაშე მრავალი პრობლემა იდგა. აუცილებელი იყო ქართული საეკლესიო ტრადიციების აღდგენა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებისათვის ბრძოლა, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება. გადაიდგა პირველი ნაბიჯები, მაგრამ, სამწუხაროდ, 1918 წლის 27 ივნისს, მოკლეს უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II.საქართველოს ეკლესიის გზა ავტოკეფალიის აღდგენიდან დღემდე არის გზა დაკარგული იდენტობის ძიებისა და მისი დაბრუნებისა. დიდ ქართველთა ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისთვის სწორედ ამ იდენტობის დაბრუნებისთვის ბრძოლაა.

დღემდე საქართველოს ეკლესია ურთულეს გზას გადის, რადგან ჯერ ცარისტული რუსეთის, ხოლო შემდეგ კი საბჭოთა კავშირის ანტიქართული და ანტიეკლესიური რეპრესიული პოლიტიკის შედეგად საფრთხე დაემუქრა იმ მემკვიდრეობას, რომელიც ქრისტეს მოციქულთა და მოციქულთასწორ წმ. ნინოს ღვაწლის შედეგად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იდენტობას განსაზღვრავდა. 1990 წლის 4 მარტს, წარმატებით დაგვირგვინდა დაძაბული მოლაპარაკებები კონსტანტინოპოლში, რომლებიც 13 წელს გრძელდებოდა: შედეგად, მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია და საქართველოს ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტული, რაც შესაბამისი სიგელებით („ტომოსით“) იქნა დადასტურებული;დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ საქმეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს.

დღეს ჩვენ ვლოცულობთ მათთვის, ვინც, მიუხედავად უდიდესი სიძნელეებისა, მუქარებისა, ცილისწამებისა და გადასახლებებისა, არ უშინდებოდნენ არაფერს და თვით სიცოცხლის მოსპობის საფრთხის მიუხედავად, იღწვოდნენ ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის, რამაც შედეგი გამოიღო.

ღმერთმა დალოცოს და ნათელი დაუმკვიდროს ავტოკეფალიის აღდგენისა და სამშობლოს კეთილდღეობისთვის დამაშვრალ ჩვენს წინაპრებს, ვისაც უშრომია, უბრძოლია, უღვაწია, რათა მეტად დაცული ყოფილიყო ჩვენი ხალხი და ქვეყანა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დგებოდა“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები