დანილოვი - კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა

პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ არის ნაბიჯი ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციისკენ, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

"პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ - ნაბიჯია ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციისკენ, მაქსიმალურად აძლიერებს რუსეთისა და პუტინის ნეგატიური აღქმისა და საზოგადოების უარყოფის დონეს ბელარუსულ საზოგადოებაში", - განაცხადა დანილოვმა.

მისივე თქმით, კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა.

25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თითქოსდა ლუკაშენკოს თხოვნით, ბელარუსიაში ბირთვული იარაღის განთავსება გადაწყვიტა. როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაცია ბელარუსს არ გადასცემს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, მაგრამ განათავსებს მათ და ასწავლის სამხედროებს.

ბირთვული იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კამპანიამ (ICAN) დაგმო პუტინის განცხადება ბელარუსში იარაღის განლაგების შესახებ.

მსგავსი სიახლეები