საპატრიარქო - აღნიშნულ აქტივობას საქართველოს საპატრიარქოსთან კავშირი არ აქვს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 28 მარტს დაგეგმილ აქციას საქართველოს საპატრიარქოსთან კავშირი არ აქვს. 

"გავრცელდა ინფორმაცია 28 მარტს საეკლესიო თემასთან დაკავშირებული აქციის შესახებ, რომელიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხება. როგორც ნათქვამია განცხადებაში, მსვლელობა უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო აქციით უნდა დასრულდეს და თითქოს მონაწილეობა უნდა მიიღონ ჩვენი ეკლესიის სასულიერო პირებმაც.

ვაცხადებთ, აღნიშნულ აქტივობას საქართველოს საპატრიარქოსთან კავშირი არ აქვს და სხვა ქვეყნის სახელმწიფო წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონ“, – აღნიშნულია  ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები