დიმიტრი ჩიქოვანი - შევიტან სარჩელს გენერალურ პროკურატურაში და შსს-ში "პოსტივის" წინააღმდეგ

გავიარე კონსულტაციები ჩემ ადვოკატებთან და შევიტან სარჩელს გენერალურ პროკურატურაში და შს სამინისტროში "პოსტივის" წინააღმდეგ, - ამის შესახებ დიმიტრი ჩიქოვანმა ადვოკატ ბექა ბასილაიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბექა ბასილაიას განცხადებით, აღნიშნული ქმედება იყო ცრუ ბრალდება, რასაც რეაგირება უნდა მოჰყვეს.

"თითქოს მან ადამიანი გაიტაცა და შემდეგ ძალადობდა. ეს ცილისწამება არ შემოიფარგლა ეთერში მსგავსი განცხადებით, ამ ცილისწამებას მოყვა პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინება, როდესაც მათ მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოსდა დიმა ჩიქოვანმა ჩაიდინა ეს უმძიმესი დანაშაულები. ადგილზე მოვიდა პოლიციის არაერთი ეკიპაჟი და მთელი ღამის მანძილზე, გამთენიამდე, პოლიციელები აწარმოებდნენ საპროცესო საგამოძიებო მოქმედებებს დიმა ჩიქოვანის ოჯახში, რითაც არსებითად დაირღვა დიმა ჩიქოვანის უფლებები და ვითხოვთ ცრუ დასმენასთან დაკავშირებით შსს-სა და პროკურატურის რეაგირებას.

ასევე, ჩვენ გვინდა, გამოვეხმაუროთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის საქმიანობაზე ხელშეშლაზე. ვემიჯნებით და ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ნებისმიერ ფაქტს. ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს ქართული საზოგადოებისთვის სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ფაქტები ნამდვილად არ შეიცავს რაიმე მსგავსი დანაშაულის ნიშნებს. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან, მივცეთ ჩვენება“, – განაცხადა ბასილაიამ.

მსგავსი სიახლეები