მამუკა მდინარაძე - არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებსაც არ მოსწონთ ვიღაცის ძალიან ცუდი შინაარსის საუბარი, მაგრამ კოლეგის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე ხმას არ იღებენ

ბოლო დღეებში მოსმენილი ჩანაწერები იყო უკიდურესად მძიმე მოსასმენი, ეს შალვა რამიშვილი იქნება, თუ სხვა ნებისმიერი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, თუ რიგითი მოქალაქე, ყველამ უნდა აგოს პასუხი თითოეულ ფრაზაზე, თავის ნათქვამსა თუ ნამოქმედარზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"რაც შეეხება იმას, რასთან გვაქვს საქმე. პირდაპირ გეტყვით, შეიძლება, ვაწყენინო კიდეც ადამიანებს, რომლებიც ჩვენ მხარს გვიჭერენ. მაგალითად, ბოლო დღეებში მოსმენილი ჩანაწერები იყო უკიდურესად მძიმე მოსასმენი. ეს შალვა რამიშვილი იქნება, თუ სხვა ნებისმიერი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, თუ რიგითი მოქალაქე, ყველამ, თითოეულ ფრაზაზე, თავის ნათქვამსა თუ ნამოქმედარზე, უნდა აგოს პასუხი. როგორც ვიცი, არც არავინ ერიდება ამას. წინა დღეებში მთელი კამპანია ააგეს მაგალითად, ჩემს ერთ ფრაზასთან, დაჯერება-არდაჯერებასთან დაკავშირებით. თუ დაჯერებაზეა, მე არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ერთი მხრივ, აპროტესტებენ, არ მოსწონთ ვიღაცის ძალიან ცუდი შინაარსის საუბარი, მაგრამ მეორე მხრივ, თქვენი კოლეგის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე ხმას არ იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ უნდა დავგმოთ ქალთა მიმართ ძალადობა, თუ სხვაგვარი ნებისმიერი დისკრიმინაციული მოქმედება, ეს არის აპრიორში უაპელაციო თემა. ამავე დროს, მე არ მჯერა იმ ადამიანების გულწრფელობის, რომლებიც ერთი მხრივ, რაღაც ძალიან ცუდ შინაარსიან საუბარს აპროტესტებენ, მაგრამ მეორე მხრივ, ფიზიკურ ძალადობას საერთოდ არ ეხებიან, "პოსტივის“ ჟურნალისტის, თქვენი კოლეგის მიმართ. არ ეხებიან, არ აპროტესტებენ „იმედის“ ჟურნალისტის, ბაკურაძის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. 

აქედან გამომდინარე, თუკი ურწმუნოება შეიძლება, რაღაც საკითხის მიმართ ადამიანში, პოლიტიკოსში, მათ შორის ჩემში გაჩნდეს, ეს ცალმხრივი, შერჩევითი მიდგომები არის ძალიან ცუდი რამ. ამავდროულად, ყველა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ, რომ უაპელაციო თემაა. ვინ გაბედავს საერთოდ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაცია და ასე შემდეგ, უბრალოდ რაღაცნაირად გაამართლოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები