ირაკლი კობახიძე - ეს ტელევიზია ბოლო 2-3 თვის განმავლობაში თავის სარედაქციო პოლიტიკით გახდა "ფორმულა 2", ანუ კეზერაშვილის მეორე ტელევიზია

ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ეს ტელევიზია [პალიტრა] ძალიან დაემსგავსა კეზერაშვილის სხვა ტელევიზიას - „ფორმულას“, გახდა ერთგვარი „ფორმულა-2“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, დავით კეზერაშვილი რამდენიმე თვეა, "პალიტრა მედიას“ აფინანსებს.  

"მე არ ვიცი ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ან შეიძლება მქონდეს და დეტალებში ვერ შევალ, არ  მინდა ზოგადი ინფორმაცია გავუზიარო ვინმეს. ერთი რამ ნათელია, რომ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ეს ტელევიზია ძალიან დაემსგავსა კეზერაშვილის სხვა ტელევიზიას - ფორმულას, გახდა ერთგვარი "ფორმულა 2". 

ეს არის ჩემი დაკვირვება, დანარჩენი, იქ როგორ გადაფორმდა წილები, როგორ გადაფორმდა საკუთრება და როგორია რეალურად ხარჯები, რასაც გასცემენ ამ ტელევიზიის მესაკუთრეები,  ამ დეტალებში მე ვერ შევალ, მაგრამ რეალურად ეს ტელევიზია ბოლო 2-3 თვის განმავლობაში თავის სარედაქციო პოლიტიკით გახდა ფორმულა-2, ანუ კეზერაშვილის მეორე ტელევიზია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები