ზელენსკი - საფრანგეთის მიერ ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარება მნიშვნელოვანი და სიმბოლურია

28 მარტს საფრანგეთმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

"საფრანგეთის პარლამენტის მიერ 1932-1933 წლების ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარება არის მნიშვნელოვანი და სიმბოლური“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

საფრანგეთს მადლობა გადაუხადა ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

"მადლობელი ვარ საფრანგეთის, რომ 1932-33 წლების ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა და სტალინის და მისი რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნას“, - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, ამ ისტორიული კენჭისყრით საფრანგეთის პარლამენტმა ნათლად აჩვენა, რომ მსგავსი დანაშაულები არასოდეს უნდა დაივიწყონ და აღარასოდეს უნდა განმეორდეს.

ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად რამდენიმე დღის წინ ასევე აღიარა ბელგიამ და ისლანდიის პარლამენტმა.

მსგავსი სიახლეები