სალომე სამადაშვილი - მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩენა დიდი დარტყმა იქნება

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს შეხვდა. 

მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე, პარლამენტის წევრმა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ევროპის საბჭოს დასკვნებს, მის შეფასებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ პროცესში, რასაც ევროკავშირის მხრიდან შეფასების გაკეთება ჰქვია თუ რამდენად  სრულდება 12-პუნქტიანი მოთხოვნები. ჩვენ, ხელისუფლების მიერ შესრულებულ პროცესს, ნეგატიურად ვაფასებთ ანუ დღევანდელი მდგომარეობით, ფაქტობრივად არცერთი მოთხოვნა შესრულებული არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩენა დიდი დარტყმა იქნება. ამიტომ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან საუბარი შეეხო ერთი მხრივ, რა ბერკეტებით არის შესაძლებელი, რომ ზეწოლა გაძლიერდეს დღევანდელ ხელისუფლებაზე და მეორე მხრივ, როგორ მივაღწიოთ, რომ ქართველმა ხალხმა მის მიერ მოპოვებული უფლება - გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე, არ დაკარგოს "ქართული ოცნების“ ხელისუფლების გამო“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები