ეკატერინე სხილაძე - მოვდივარ და ყოველთვის ჩემთან იქნება სიამაყის განცდა იმ ცვლილებების გამო, რასაც კოლეგებთან ერთად მივაღწიეთ

დასასრულს უახლოვდება ჩემი სახალხო დამცველის აპარატში მუშაობა, სადაც 9 წელი, 6 თვე და 6 დღე ვიმუშავე სხვადასხვა პოზიციაზე, - წერს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე სოციალურ ქსელში.

"რა თქმა უნდა, იყო ბევრი დაცემა და წამოდგომა; უფრო მეტი - წარმატება. 

მოვდივარ და ყოველთვის ჩემთან იქნება სიამაყის განცდა, იმ ცვლილებების გამო, რასაც კოლეგებთან ერთად მივაღწიეთ. 

არ დავწერ, როგორი რთული დრო გავიარეთ, რამდენი უძილო ღამე, დარდი და ბრძოლა, თუმცა, ერთი წუთითაც არ ვნანობ განვლილ გზას და მიღებულ გადაწყვეტილებებს. პირიქით, კიდევ ერთხელ გავივლიდი იმ შეგრძნებებისთვის, რაც თან მიმაქვს. 

მადლობა ჩემს კოლეგებს, პარტნიორებს, მეგობრებს, ჩემს ოჯახს. ელენეს, სპენსერს და ცუცას ჩემი რეჟიმის გაძლებისთვის. 

წინ ბევრი ბრძოლაა და მე ვრჩები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. სხვაგვარად წარმოუდგენელია", - წერს სხილაძე. 

31 მარტიდან სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას ტოვებს ასევე გიორგი ბურჯანაძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები