"ევროპის უნივერსიტეტში“ ლევან მესხორაძის საჯარო ლექცია გაიმართა

2 აპრილს "ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სამართლის მიმართულებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე და ლევან მესხორაძის საჯარო ლექცია თემაზე - "ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პასუხი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებზე“ - გაიმართა.

ღია კარის დღეზე აბიტურიენტები გაეცნენ "ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის პროგრამას, იურისტის პროფესიის მნიშვნელობას, დაათვალიერეს იმიტირებული სასამართლო დარბაზი, ზურაბ ჟვანიას სახელობის იმიტირებული დარბაზი და უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი.
ასევე, დაესწრნენ საჯარო ლექციას, სადაც დეტალურად განიხილეს რუსეთ-საქართველოს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე მოვლენები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ, როგორც აბიტურიენტები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები.

ღია კარის დღეს სამართლის დოქტორი, პროფესორი თათია დოლიძე, ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტი ლევან მესხორაძე  და სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი იოსებ კელენჯერიძე უძღვებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები