მალიარი - განუზომლად მაღალი დანაკარგები რუსებს არ აჩერებს, ბახმუტში ძალიან დაძაბული ვითარებაა

ბახმუტის მიმართულებაზე ვითარება კვლავ ძალიან დაძაბულია, რადგან რუსებს დანაკარგები არ აჩერებთ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

"მტერი ცდილობს ჩართოს არა მხოლოდ "ვაგნერელები", არამედ პროფესიონალი მედესანტეები“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მალიარის თქმით, პერსონალის უზომოდ მაღალი დანაკარგიც კი არ აჩერებს მტერს, თუმცა, ისინი აიძულებენ რუსეთის სარდლობას უფრო ემოციურად მიიღონ გადაწყვეტილებები.

"ჩვენ დამცველებს უწევთ, რთულ პირობებში შეაჩერონ მტრის წინსვლა“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, მალიარის თქმით, უკრაინის ხელმძღვანელობის ყველა სამხედრო გადაწყვეტილება და ყოველი ნაბიჯი დაბალანსებულია. 

"შექმნილ ვითარებაზე რეაგირება ხორციელდება კომპეტენტურად, ყველა გარემოების, ამოცანების და სამხედრო მიზანშეწონილობის პრინციპის გათვალისწინებით“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები