ადვოკატის თქმით, ლაზარე გრიგორიადისს თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის ლიკა ბითაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პენიტენციურ დაწესებულებაში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.

"ციხის პირობებში, პენიტენციურის პირობებში არის ნორმალურ პირობებში, როგორც თვითონ განმარტა, მაგრამ ერთადერთი შენიშვნა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მე არ მინდოდა გადაპარსვა და გადამპარსეს თმაო", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ჩვენებას, ლიკა ბითაძე აცხადებს, რომ დაკავებულმა ჩვენება მუქარის ფონზე მისცა. 

"ვესაუბრეთ ლაზარეს, მოგვიყვა თითქმის თავიდან ბოლომდე. ცალსახად დაირღვა მისი უფლებები, პირველი დავიწყებ იმით, რომ მისი სურვილია რა თქმა უნდა, რომ გავაჟღერო. დაირღვა ადვოკატის ნაწილში, მან განმარტა, რომ იგი ითხოვდა ადვოკატს, რაზედაც მას ადვოკატი არ მოუყვანეს. არამარტო ეს, იყო ასეთი რამე, რომ დაკავებისას მას მიაწოდეს მისი ტელეფონი და უთხრეს, რომ დაერეკა ადვოკატისთვის მან რომ აკრიფა ტელეფონის კოდი, მომენტალურად გამოგლიჯეს ხელიდან, იმიტომ რომ უნდოდათ კოდის გაგება და ადვოკატთან არ დაარეკვინეს.

შემდგომ უკვე დეპარტამენტში ზემოთ, არ იცის სახელი და გვარი დეპარტამენტის ვინმე უფროსის, იმიტომ რომ ჰგავდა უფროსსო როგორც თვითონ ამბობს, შემოვიდა და მითხრაო, რომ ადვოკატს არ მოგიყვანთო და ამავე დროს ის, რომ თუ მე ჩვენებას არ მივცემდიო და რა თქმა უნდა, ეს უნდა ყოფილიყო აღიარებითი ჩვენება, მაგ შემთხვევაში დააკავებდნენ ჩემს მეგობარს გიორგი ჯარიაშვილსო", - განაცხადა ადვოკატმა.

მსგავსი სიახლეები