ალუდა ღუდუშაური - თქვენს პარტიულ ტელევიზიებში რომ დადიხართ და კნავიხართ იქ რაღაცებს, კარგად დაფიქრდით

ჩვენ ვართ ჩვენს ქვეყანასთან და ჩვენ სიამაყით და ღირსებით შევალთ იმ დიდ ოჯახში, რისთვისაც ყველაფერი გავაკეთეთ და ყველაფერს ვაკეთებთ, - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციას.

"ბატონო შალვა, კერესელიძე, აბა შემომხედეთ და მითხარით, ვისზე ლაპარაკობთ ვინ არის თაღლითი ან რუსეთუმე, აი, ვისზე ლაპარაკობთ ჩემზე საუბრობთ, რომელიმე ჩემს კოლეგაზე? დაასახელეთ აბა კონკრეტულად ვისზე საუბრობთ, ამიტომ, ძალიან გთხოვთ, რომ გამოდიხართ და ასეთ რამეს საუბრობთ და მე ვიტყოდი, რომ კადრულობთ, უნდა გეყოთ ცოტა მარილი მოაყაროთ და თქვათ, ვინ არის ასეთი? შემომხედე და მითხარი, ვინ არის თაღლითი ან რუსეთუმე, ხომ იცით, რომ ასეთ რაღაცებს არავინ არ გაატარებს აქ.

ჩვენ აქამდე ვხედავდით პოლიტიკურ სვავებს, აი ეს ადამიანები, ახლა რომ დაინახეს, რაღაც ერთგვარი სუნი იგრძნეს რევოლუციური და აჟიტირებულები დარბიან ეს პოლიტიკური მართლაც ტურები, რამე ხომ არ გეშლებათ აბა თქვენ, შემომხედეთ აქეთ. სანამ ეს სიტყვები გაგექცევათ, თქვენს პარტიულ ტელევიზიებში რომ დადიხართ და კნავიხართ იქ რაღაცებს, კარგად დაფიქრდით და უფრო მეტად დაფიქრდით, ვიდრე ოდესმე დაფიქრებულხართ, რევოლუციები და რაღაცები რომ გესიზმრებათ", - განაცხადა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, საქართველო ნამდვილად გახდება  ევროკავშირის წევრი და "ქართული ოცნება" ამისთვის აკეთებს ყველაფერს.

"გვახსოვს როგორ დალეწეთ მშვიდობიანი მანიფესტანტები რუსთაველის გამზირზე და მერე ქართველი ხალხის სისხლით მორწყულ გამზირზე როგორ ამაყად დადიოდით და გვახსოვს, გვამები ჯიხურის თავზე რომ შემოალაგეთ. ამ ისტორიით ამაყობთ?“ - მიმართა ალუდა ღუდუშაურმა  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“  ქვეყნის ინტერესებს იცავს და ევროკავშირის წევრი   მოქმედი ხელისუფლების ღირსეული ძალისხმევით გახდება.

"ქალბატონი  პრეზიდენტი  რომ გამოვიდა და იკითხა, ვინ სად ხართო, ჩვენ კი ვიცით, სადაც ვართ - ჩვენ ვართ ჩვენს ქვეყანასთან და ჩვენ სიამაყით და ღირსებით შევალთ იმ დიდ ოჯახში, რისთვისაც ყველაფერი გავაკეთეთ და ყველაფერს ვაკეთებთ. მაგრამ ზოგიერთმა საკუთარ თავში ჩაიხედოს, რომელ ევროპაში მიგყავთ ქვეყანა ქუჩაში მანქანების დაწვით და პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლით და ცეცხლის მოკიდებით?“- მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები