ფინეთი ნატოს წევრი ოფიციალურად გახდა

ფინეთი ნატოს წევრი ოფიციალურად გახდა

ფინეთი დღეს, 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ოფიციალურად გახდა

ნატოს 31-ე წევრის დროშა შტაბ-ბინაში აღიმართება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფინეთის გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ისტორიული მოვლენაა, ხოლო მისი მიღების პროცედურის თვალსაზრისით, ეს იყო ყველაზე სწრაფი რატიფიკაციის პროცესი ორგანიზაციის ისტორიაში.

2022 წლის მაისში, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფინეთმა და შვედეთმა ოფიციალურად განაცხადეს ნატოში გაწევრიანებაზე.

ამის შემდეგ, ნატოს წევრმა ქვეყნებმა, პროცედურების შესაბამისად,დაიწყეს მათი განაცხადების დამტკიცება, თუმცა პრობლემა წარმოიშვა თურქეთისა და უნგრეთის გამო, რამაც ხელი შეუშალა მათ ერთობლივ გაერთიანებას - შვედეთი ამ ქვეყნებისგან რატიფიკაციას ამ დრომდე ელოდება.

მას შემდეგ, რაც ფინეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდა, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს რუსეთთან საზღვრის სიგრძე გაიზარდა (აგრესორმა ქვეყანამ ალიანსთან დამატებით 1340 კმ საზღვარი მიიღო).

ფინეთის გაწევრიანების შემდეგ კრემლი "საპასუხო ნაბიჯებით" იმუქრება და აცხადებს, რომ ეს ევროპას "უსაფრთხოებას არ მოუტანს".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები