ბლინკენი - კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები ჯერჯერობით შეუძლებელია

უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ამჟამად შეუძლებელია, იმიტომ, რომ მოსკოვი ჯერ არ არის მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანულ მედიასთან განაცხადა.

"ზოგისთვის ცეცხლის შეწყვეტის იდეა შეიძლება მაცდური იყოს და მე ეს მესმის, მაგრამ თუ ეს ნიშნავს რუსეთის მიერ უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცების რეალურ რატიფიცირებას, მაშინ ეს არ იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა", - განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, ახლა რუსეთის ფედერაციას შეუძლია გამოიყენოს მოლაპარაკებები მხოლოდ ჯარების გადაჯგუფებისთვის და გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელახლა შეტევა დაიწყოს.

"რუსეთი უნდა მივიდეს იქამდე, რომ მზად იყოს კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის. მიზანი უნდა იყოს სამართლიანი და მტკიცე მშვიდობა", - განაცხადა ბლინკენმა.

უახლესი ამბები