გიორგი მარგველაშვილი - დღესაც ვდგავართ იგივე პოლიტიკური რეალობის წინაშე, რაც იყო 1989 წელს, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან გავუშვათ რუსები

შევთანხმდეთ, რომ ყოველი დღე, ვიდრე ესენი არიან ხელისუფლებაში, არის საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

"მინდა, პატივი მივაგო იმ ადამიანებს, ვინც 1989 წელს აქ იდგნენ, უიარაღოდ, გაერთიანებული სამშობლოს სიყვარულით და ვისაც რუსეთის ჯარმა აქ უმოწყალოდ გადაუარა. აქ იდგა ჩემი თაობა და ჩემზე უფროსი თაობა,  სამწუხაროდ, დღეს იმ პერიოდთან გვაერთიანებს ის, რომ მაშინაც მთავრობის სახლში იჯდა რუსეთიდან მართული კომუნისტური რეჟიმი და დღესაც საქართველოს მთავრობაში არის მოსკოვიდან მართული პუტინისტური ხელისუფლება, ეს არის სამწუხარო, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც მაშინ გვქონდა ვალდებულება სამშობლო რუსეთისგან გვეხსნა, დღესაც ზუსტად იგივე ვალდებულება დგას ჩვენს წინაშე.

ჩვენ დღეს გვაერთიანებს მიზანი, ეს არის საქართველოს დაბრუნება იმ ისტორიულ ერთა ოჯახში, რომელიც ავირჩიეთ მეოთხე საუკუნეში, მაშინ განვსაზღვრეთ ეს. დღეს არ უნდა დავუშვათ ამის შეტრიალება. 

დღეს ჩვენ გვაერთიანებს ის, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი სამშობლო არა რუსეთის გუბერნიაა, არამედ არის დამოუკიდებელი, თავისუფალი, თავისუფლებისმოყვარე ადამიანთა ერთობა, რომელთა ადგილი არა რუსეთის მონობაშია, არამედ ევროპაში.

მეორე, ჩვენ გვაერთიანებს ის, რომ მიგვაჩნია ეს ხელისუფლება საშიში ამ გზაზე, მიგვაჩნია პრორუსულ მთავრობად.

მესამე, ჩვენ გვინდა მივაღწიოთ მიზანს მშვიდობიანი გზით და მივიყვანოთ ჩვენი სამშობლო იმ ნავსაყუდელში მისი ადგილია.

ეს არის ბრძოლა, რომელიც იქნება დამღლელი და დამქანცველი, მაგრამ სხვა შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან 2023 წელს ვდგავართ იგივე პოლიტიკური რეალობის წინაშე, რაც იყო 1989 წელს, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან გავუშვათ რუსები. მოგიწოდებთ,  ნუ ჩათვლით, რომ მალე მოვიგებთ, მაგრამ იმაში გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს და ამათი მიღება შეუძლებელია. მათთან რაიმე ტიპის კონსულტაციებში შესვლა არის კაგებეს ხრიკზე წამოგება. 

ვისაც როგორ შეუძლია ისე უნდა დაუპირისპირდეს რუსულ ხელისუფლებას, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდა, რომელიც მომავლისთვის იბრძოდა, არ იყოს ტყვედ იყოს აყვანილი, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არ გვყავდეს პოლიტპატიმრები, რომ მესამე პრეზიდენტს არ აწამებდნენ პირდაპირ ეთერში, ვიბრძოლოთ, რომ არ მივიღოთ შეტრიალება რუსეთისკენ და შევთანხმდეთ, რომ ყოველი დღე, ვიდრე ესენი არიან ხელისუფლებაში, არის საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. მე ვიქნები ყველგან, სადაც იქნება ეს ბრძოლა. ყველანი ვართ ერთ მხარეს - პუტინის რუსეთის წინააღმდეგ და გავიმარჯვებთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები