მაკრონი - უკრაინას და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დრო ჯერ არ დამდგარა

უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დრო ჯერ არ დამდგარა, რადგან ახლა "სამხედრო ამინდია", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. 

"მე ვფიქრობ, რომ ჩინეთიც იგივე დაკვირვებას აკეთებს, რასაც ჩვენ: ახლა სამხედრო ამინდია. უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ და ჩვენ მათ ვეხმარებით. ახლა მოლაპარაკების დრო არ არის, თუნდაც მათ ვამზადებდეთ და თუ დაგვჭირდება ჩავუყაროთ საფუძველი“, - განაცხადა მაკრონმა.

მისივე თქმით, ჩინეთთან დიალოგის მიზანი ომის მიმართ საერთო მიდგომების კონსოლიდაციაა.

"პირველი: გაეროს წესდების პრინციპების დაცვა. მეორე: ნათელი შეხსენება ბირთვული ენერგიის შესახებ და სწორედ ჩინეთმა უნდა მიაქციოს ყურადღება ბელარუსში ატომური იარაღის განლაგების შედეგებს პრეზიდენტ პუტინის დაპირებას. მესამე: მკაფიო შეხსენება ჰუმანიტარული სამართლისა და ბავშვების დაცვის შესახებ და მეოთხე, მოლაპარაკებების შედეგად და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის ვალდებულება“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

6 აპრილს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდა.

მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინა იყო. მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ სი ძინპინს შეუძლია მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დააბრუნოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები