დეველოპერული კომპანია თეთრი კვადრატის მმართველი პარტნიორის ირაკლი ბურდილაძის ქველმოქმედებით, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში კომპიუტერული ლაბორატორია და ბიბლიოთეკა საზეიმოდ გაიხსნა.
კომპიუტერული ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით (20 კომპიუტერი, 4 პრინტერი, 1 პროექტორი, მაგნიტური დაფა, 20 მოსწავლის მაგიდა და სკამი).
ბიბლიოთეკაში დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის თაროები, მაგიდები და სკამები, რბილი ავეჯი. შემოვიდა 2000-მდე თანამედროვე მხატვრული, კლასიკური, ყველა ასაკის შესაბამისი ლიტერატურა, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
ბიბლიოთეკა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ, ირაკლი ბურდილაძესთან, შოთა ბერეკაშვილთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგი ხიდეშელთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
ბიბლიოთეკის დათვალიერების შემდგომ, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით კულტურული ღონისძიება გაიმართა.