ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის პირველ მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, დეპუტატები და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა ხაზი გაუსვა რაჭის ეროვნული პარკის შექმნის მნიშვნელობასა და სარგებელს რეგიონში ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. ასევე აღინიშნა, რომ რაჭის ეროვნულ პარკში შეიქმნება ადმინისტრაციული ცენტრი, რეგიონი მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს - ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები; ტურისტული სერვისები, განვითარდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ტურისტული სალაშქრო ბილიკები, საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები, დაინერგება ახალი ტურისტული სერვისები. აღსანიშნავია, რომ რაჭის ეროვნული პარკი გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით. აქ გვხვდება ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეულ ცხოველთა სახეობები. ახალი დაცული ტერიტორია ხელს შეუწყობს რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ბუნებრივ-კულტურული ფასეულობის დაცვა-შენარჩუნებას.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი 2023 წლის პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში, რომელიც გულისხმობს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 50 894 ჰექტარ ფართობზე ეროვნული პარკის შექმნას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები