უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკის ცოლზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლე ოქსანა მარჩენკო ძებნაში გამოაცხადა.

უკრაინის შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მარჩენკო ძებნილია 110-2 მუხლის მე-3 ნაწილით - "კონსტიტუციური წყობის იძულებით შეცვლის ან დამხობის ან სახელმწიფო ხელისუფლების წართმევის მიზნით ჩადენილი ქმედებების დაფინანსება“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ის არის პირი, რომელიც ემალებოდა წინასწარი გამოძიების ორგანოებს. მისი გაუჩინარების თარიღია 2023 წლის 24 მარტი და ადგილი - კიევის სოლომიანსკის ოლქი.

მსგავსი სიახლეები