მაკრონი - საფრანგეთი ტაივანის საკითხში აშშ-ის პარტნიორია და არა ვასალი

ამსტერდამში გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ტაივანის საკითხში ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორია და არა "ვასალი“.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან ალიანსი არ ნიშნავს, რომ პარიზი მათი "ვასალია".

"მოკავშირედ ყოფნა არ ნიშნავს ვასალობას... და არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარ გვაქვს საკუთარი თავზე ფიქრის უფლება. საფრანგეთი მხარს უჭერს ტაივანში არსებულ სტატუს კვოს, ერთი ჩინეთის პოლიტიკას და სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტის ძიებას“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ფრანგული დიპლომატიური წყარო, რომელიც ჟურნალისტებს ესაუბრა, მაკრონის განცხადებას მიაწერს პარიზის სურვილს იყოს ვაშინგტონის "სანდო" მოკავშირე, მაგრამ არა "მიმდევარი".

"ჩვენ არ ვართ შეერთებული შტატების მიმდევრები მარტივი მიზეზის გამო, პრეზიდენტი ეძებს ევროპის სუვერენიტეტს. ჩვენ ვართ შეერთებული შტატების მოკავშირეები - სანდო, ურყევი, ლოიალური და ჩვენ ვართ მოკავშირეები, რომლებიც თავად ვიღებთ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა წყარომ. 

მაკრონმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ევროპას სჭირდება შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულების შემცირება, რათა არ ჩაითრიოს ტაივანის გამო კონფლიქტში. ეს მოხდა საფრანგეთის პრეზიდენტის ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან შეხვედრიდან მალევე, რომელმაც შეხვედრის დროს მაკრონს შეერთებული შტატების "წინააღმდეგობისკენ" მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები