18 აპრილიდან მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულება იწყება.
ვნუკოვოს აეროპორტის განრიგის თანახმად, 18 აპრილიდან 28 ოქტომბრამდე ფრენები ყოველდღიურად, მოსკოვის დროით 11:45 საათზე შესრულდება.
ფრენებს “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს, თუმცა კომპანიაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.
ბილეთის ფასი 4 000 რუსული რუბლი იქნება.
რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შემდეგ შეწყდა.