მაკრონმა სადავო საპენსიო რეფორმის კანონს ხელი მოაწერა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა საპენსიო რეფორმის კანონს, რომელიც საპენსიო ასაკს ზრდის.

ამრიგად, მაკრონმა კიდევ ერთხელ უარყო პროფკავშირების მოწოდებები, რომლებიც სთხოვდნენ პრეზიდენტს ხელი არ მოეწერა მას შემდეგ, რაც გუშინ საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ საპენსიო ასაკის 64 წლამდე გაზრდა დაამტკიცა.

საფრანგეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ რეფორმის განხორციელება აუცილებელია საპენსიო ბიუჯეტში დეფიციტის თავიდან ასაცილებლად.

საფრანგეთში რამდენიმე თვეა, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათგან ბოლო პარასკევს საკონსტიტუციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ გაიმართა. პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა პარიზში ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს, ველოსიპედებსა და ქუჩებში აგებულ ბარიკადებს. ქალაქ რენეში კი დემონსტრანტებმა პოლიციის განყოფილების შესასვლელს წაუკიდეს ცეცხლი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები