გადატრიალება სუდანში - დაღუპულთა რიცხი 100-ს უახლოვდება, საავადმყოფოებში მარაგი ამოიწურა

სუდანში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის შეტაკების შედეგად სულ მცირე 97 ადამიანი დაიღუპა. დედაქალაქის საავადმყოფოებს სამედიცინო მარაგი ეწურება, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სუდანის ექიმთა პროფკავშირმა 17 აპრილის დილით გამოაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების შედეგად 97 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა სულ მცირე 365.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საავადმყოფოებს მარაგები ეწურება, დაზარალებულებს კი მედიკამენტები არ ჰყოფნით.

"ხარტუმში (სუდანის დედაქალაქი) ცხრა საავადმყოფოდან რამდენიმეს, რომლებიც იღებენ დაშავებულ მშვიდობიან მოსახლეობას, ამოეწურა სისხლი, სისხლის გადასხმის მოწყობილობა, ინტრავენური სითხეები და სხვა სიცოცხლის გადამრჩენი საშუალებები", - განაცხადეს ჯანმო-ში.

15 აპრილს, სუდანის დედაქალაქში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. სამხედრო გადატრიალების პირველ დღეს ცნობილი იყო 25 ადამიანის დაღუპვის შესახებ.

16 აპრილს ბრძოლები გაგრძელდა საერთაშორისო აეროპორტისა და ხარტუმის სამხედრო შტაბის გარშემო. ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავს, რომ არმიამ ავიაციით სწრაფი დაჯგუფების ყაზარმებს და ბაზებს დაარტყა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები