ბლინკენი - სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს

აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას სუდანში ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა არავინ დაშავებულა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მან თავდასხმას "უგუნური, უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი" უწოდა.

ბლინკენის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა ამ დილით სუდანის არმიისა და გასამხედროებული "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" მეთაურებს და მათ 24-საათით ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ელჩს საკუთარ სახლში, სუდანის დედაქალაქ ხარტუნში თავს დაესხნენ. აიდან ოჰარას თავდასხმის შედეგად სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.

სუდანში მეოთხე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად მოკლულია 185 ადამიანი, 1 800-ზე მეტი კი დაშავებულია. 

უახლესი ამბები