მეუფე გრიგოლი - თუ მკვდრეთით აღდგომა არ გწამს, ფუჭია სარწმუნოება შენი და თუ გწამს, მაშინ შენს ცხოვრებას ეს უნდა დაეტყოს აუცილებლად!

თუ მკვდრეთით აღდგომა არ გწამს, ფუჭია სარწმუნოება შენი და თუ გწამს, მაშინ შენს ცხოვრებას ეს უნდა დაეტყოს აუცილებლად!, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ფოთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში ქადაგებისას განაცხადა.

"აღდგომის დღესასწაული ჩვენთვის არის რეალობა, რომლისთვისაც ვემზადებით, ვიცით წმინდა წერილით, ვიცით გამოცხადებით, მაგრამ თუ ეს მორწმუნე ადამიანისთვის სულით მისაწვდომი და გასაგებია, მცირედ მორწმუნეთათვის ასეთი მდგომარეობა არისო, რომ კიდეც წამს და კიდეც კითხულობს, ნეტავ ერთი ადამიანი მანახა იქიდან მოსული, რომ მეტი გავიგო და დავრწმუნდეო.

თუ ადამიანს არ უნდა, რომ ირწმუნოს, ის ეძებს, რას მოეჭიდოს, რომ უარი უთხრას იმ რეალობას, რომლის წინაშეც დგას, მაგრამ ეს დაუჯერებელი რამ ადამიანის გონებისთვის, აუხსნელი რამ, სავსებით დასაჯერებელია სულისათვის. სული, რომელიც წვდება ამ ყველაფერს, აღიარებს და სურვილი აქვს, მიიღოს წყალობა ღვთისა და კიდეც ვხედავთ, რომ მილიონობით ადამიანი აღიარებს იესო ქრისტეს, მის მიმართ რწმენას გულში ატარებს. სამკერდე ჯვარს რომ ატარებს ადამიანი, ის ასევე არის მაუწყებელი ისეო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისა, მის მიმართ რწმენისა და ერთგულებისა. 

დღევანდელ დღეს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს მე მაქვს საშუალება, რომ მოგილოცოთ იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა, თუ მკვდრეთით აღდგომა არ გწამს, ფუჭია სარწმუნოება შენი, და თუ გწამს, მაშინ შენს ცხოვრებას ეს უნდა დაეტყოს აუცილებლად!

აღდგომის დღე არის სიხარულის დღესასწაული, ამ დღეს ელოდნენ არა მარტო ცოცხლები, არამედ მიცვალებულები. იესო ქრისტეს არ ჰყავს მკვდრები და თუ გწამს იესო ქრისტე, მკვდრეთით აღდგომა, ის ადამიანები მკვდრები არ არიან. ჩვენთვის ისინი კვდებიან, როცა გვავიწყდება ისინი, ღვთის წინაშე მარად ცოცხალნი არიან და ხარობენ ამ სასწაულით. მათაც ვულოცავ ამ დიდებულ დღესასწაულს, ჩვენს გარდაცვლილ ახლობლებს, ნათესავებს, თანამემამულეებს, სხვადასხვა დროში აღსრულებულს, რადგან მათ მიმართ გულმავიწყობა საკუთარი თავის დავიწყებას ნიშნავს. 

ღმერთმა სულგრძელობა მოგვანიჭოს, რათა არ დავუთმოთ ადგილი ჩვენს გულში შურს, სიძულვილს და ბევრ ისეთ თვისებას რაც პირიქით, გვაცილებს ღმერთს, გვაშორებს მას, არამედ გავუღიმოთ ერთმანეთს, გული გავხსნათ, დავლოცოთ", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები