ნანა გაბელიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მოაწერეს.

აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები დაიგეგმება და განხორციელდება. 

თითოეული აქტივობის მიზანი იქნება ახალგაზრდების გაძლიერება, მათი კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დასაქმების ხელშეწყობის გზით, აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურებში სტუდენტთა პრაქტიკისა და სტაჟირების, ასევე სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამაში მონაწილეობის  შესაძლებლობით.   

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები