"ხალხის ძალა" - ორუელისეული ფორმულით თუ ვიხელმძღვანელებთ, გამოდის, რომ საელჩოსთვის უსამართლობა არის სამართალი

საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა" განცხადებას ავრცელებს.

"მერაბ კოსტავას ეკუთვნის სიტყვები: „საქართველო თავისუფალი გახდება. მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“.

საქართველომ 32 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თუმცა, 32-წლიანი გამოცდილება და განსაკუთრებით, ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესები გვიჩვენებს, რომ რეალური დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიღწევას კვლავაც სერიოზული ბრძოლა სჭირდება.

სამწუხაროდ, ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს. როდესაც ოთხ ქართველ მოსამართლეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, კორუფციაში დებ ბრალს და ნაცმოძრაობის კუთვნილ მედიასაშუალებებში გავრცელებული ჭორების საფუძველზე ასანქცირებ, ეს სხვა არაფერია, თუ არა მტრული დამოკიდებულების გამოვლინება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართ.

სამართლის საყოველთაო პრინციპების თანახმად, მოსამართლე განსაკუთრებული ხელშეუხებლობით სარგებლობს და მისი დასჯა მხოლოდ რთული სამართლებრივი პროცედურისა და უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზეა შესაძლებელი. შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი მოსამართლეებზე განსაკუთრებული სიმძაფრით ვრცელდება. თუმცა, ამერიკის ელჩი ამას არად დაგიდევთ და მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულის იარლიყს აწებებს, რაც ჩვენი სახელმწიფოს უხეში შეურაცხყოფაა.

ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად გაშიშვლდა, როდესაც ქალბატონმა დეგნანმა დავით კეზერაშვილის დაცვა სცადა და განაცხადა, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე ვერაფერს გეტყვითო. ანუ უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც ქართველ მოსამართლეებზე რატომღაც არ გავრცელდა, სრულად ვრცელდება დავით კეზერაშვილზე, რომელმაც ქართველი ბიზნესმენებისა და ქართული ჯარის ძარცვა არ იკმარა და საკუთარი მრავალმილიონიანი ქონების გაზრდა ევროპელი პენსიონერების ხარჯზე გადაწყვიტა.

აქვე შეგახსენებთ, რომ კეზერაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ არის დამნაშავედ ცნობილი და განაჩენის გასაჩივრება სტრასბურგის სასამართლოში მან ვერც კი გაბედა. გამოდის, რომ ამერიკის ელჩისთვის უდანაშაულობის პრეზუმფცია უდანაშაულო მოსამართლეებზე არ ვრცელდება, მაგრამ ოფიციალურად დამნაშავედ ცნობილი კეზერაშვილი, რომელიც საზღვარგარეთ მიმალვაში სწორედ ამერიკული მფარველობის წყალობით იმყოფება, უდანაშაულობის პრეზუმფციის აბსოლუტური პრივილეგიით სარგებლობს. ორუელისეული ფორმულით თუ ვიხელმძღვანელებთ, გამოდის, რომ საელჩოსთვის უსამართლობა არის სამართალი.

ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ საელჩო თავისი ქმედებებით სინამდვილეში არა საქართველოს ინტერესებს, არამედ აგენტურას უფრთხილდება, რათა მას ძალაუფლების დაბრუნების შანსი შეუნარჩუნოს და საელჩომ საქართველოს მართვის სადავეები დაიბრუნოს, ანუ აგენტოკრატია აღადგინოს.

სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ამერიკის ელჩი ამას სრულად შემდგარ სახელმწიფოს ვერ გაუბედავდა, გაბედვის შემთხვევაში კი, სრულად შემდგარი სახელმწიფო ასეთ ელჩს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდა. თუმცა, აშკარაა, რომ ჩვენს სახელმწიფოს დღეს ამის რესურსი ჯერ კიდევ არ აქვს.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ელჩის ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტად პრობლემის შედეგია და არა მიზეზი. საქმე ისაა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველომ საკუთარ თავს ყველა უბედურება დააწია, რაც კი შესაძლებელი იყო. ამას წინ უძღოდა 70-წლიანი საბჭოთა ავტორიტარული მმართველობა, რომლის ფონზეც სახელმწიფოებრიობას ჩვენი ქვეყანა სრულიად მოუმზადებელი და გამოუცდელი შეხვდა. სწორედ ამ გამოუცდელობის შედეგად, 90-იან წლებში საქართველომ გამოიარა სამი ომი, ეკონომიკის ნგრევა და კორუფცია, რამაც 2003 წელს მიხეილ სააკაშვილს რევოლუციის მოწყობის შესაძლებლობა მისცა, საქართველოს ხელისუფლება კი აგენტურით დაკომპლექტდა.

ასე დავკარგეთ 2003 წელს სახელმწიფო სუვერენიტეტი, რომელსაც 2012 წლიდან ნელ-ნელა ვიბრუნებთ. ეს სუვერენიტეტი ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტია და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ელჩი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ ესოდენ უხეშ დამოკიდებულებას ავლენს. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ელჩის ამგვარი მოქმედება არის პრობლემის - ჯერ კიდევ სუსტი სუვერენიტეტის - შედეგი და არა მისი მიზეზი. ამასთან, ელჩის უხეში ქმედებების მიზანი სწორედ ისაა, რომ საქართველომ სუვერენიტეტი სრულად არ დაიბრუნოს, რათა აგენტურას ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება კიდევ ერთხელ მიეცეს.

ამ ბრძოლაში ხელისუფლებამ პრინციპები არ უნდა დათმოს და ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი სრულად უნდა აღუდგინოს. ასეთ პირობებში, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ესოდენ უხეშ ჩარევას მომავალში ვეღარავინ გაბედავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები