ბაჩო დოლიძე - არავინ არსად მიდის, ყველა ადამიანს აქვს თავისი ბიოგრაფია პარტიაში

დღეს პარტიაში ზოგიერთს როგორც არ უნდა უნდოდეს და როგორ კომფორტულადაც არ უნდა გრძნობდნენ თავს, ოღონდ ეგოისტურად კომფორტულად, პარტიიდან არავინ არსად მიდის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

"ჯერ ერთი, არავის საკუთრება არ არის. ყველა ადამიანს აქვს თავისი ბიოგრაფია პარტიაში. იმას კი არ უყურებენ, რომ საერთო საქმე ფუჭდება, უბრალოდ, საკუთარ ეგოს იკმაყოფილებენ და კომფორტულად იქნებიან, ბაჩო დოლიძე და კიდევ სხვა თუ არ იქნება. ეს მათთვის ნომერ პირველი ამოცანაა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაცვლად პოზიციების დაშორიშორებისა, იფიქრონ დაახლოებაზე. ჯერჯერობით კონსულტაციები არ ყოფილა, მაგრამ დიდი ალბათობით, უახლოეს პერიოდში იქნება. 

ვგეგმავთ იმ წინადადების წარდგენას, რამაც არა მარტო უნდა განმუხტოს სიტუაცია, არამედ მხარეები დააახლოოს. არ შეიძლება, ყოველდღიურად გრძელდებოდეს ფიქრი, პარტიაში ერთმა ჯგუფმა კონკრეტული პოზიციები როგორ გააძლიეროს. არ მგონია, ზოგადად, ეს მთავარი ამოცანა იყოს.

ამისთვის ძალიან კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. ვინმემ არ გაიგოს, რომ ეჭვი შეგვაქვს თავმჯდომარის დამტკიცების საკითხში, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ჩატარებული ყრილობა, პოლიტსაბჭოსთან მიმართებით, იყო პოლიტსაბჭოს მითვისების კონკრეტული ოპერაცია, ეს გადაწყვეტილება უნდა ანულირდეს. ძველ პოლიტსაბჭოს უნდა აღუდგეს სტატუს-კვო. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი მეგობრები ჩვენს მოსაზრებას ადეკვატურად მიიღებენ“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები