ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეშვიდედ გახდა

სომხეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე,  ქართველმა სპორტსმენმა ლაშა ტალახაძემ მორიგი ტრიუმფი შემოგვთავაზა.

ტალახაძემ პირველ ცდაზე 210 კგ აწია, მეორეზე 217, მესამეზე კი 222 კგ-ის დამორჩილება შეძლო და ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.

აკვრაში კი პირველ ცდაზე 246 კგ აწია, მეორეზე 252 კგ (რაც ევროპის ჩემპიონობისთვის საკმარისი იყო), ხოლო მესამე ცდაზე მწვრთნელთა გადაწყვეტილებით ტალახაძე მიკრო ტრავმის გამო აღარ გავიდა. ორჭიდის ჯამში ქართველმა ძალოსანმა 474 კგ დააფიქსირა, საქართველოს კიდევ სამი მედალი მოუტანა და ევროპის ჩემპიონობა კარიერაში მეშვიდედ იზეიმა.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი