ავთანდილ ხურციძე - მე დავბრუნდი

ავთანდილ ხურციძე - მე დავბრუნდი

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ციხეში 2017 წლიდან იხდიდა სასჯელს, სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ დაბრუნდა.

მოკრივე და მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს 14 ქართველთან ერთად დააკავეს. მოგვიანებით სასამართლომ, ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, ხურციძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ხურციძე დამნაშავედ ცნეს გამოძალვასა და თაღლითურ გარიგებაში.

2021 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკრივე ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა, თუმცა სპორტსმენი ამ დრომდე არსად გამოჩენილა.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fchakuchaa%2Fposts%2Fpfbid02Xg4ejvJND4Awv3bzGgwPUANum9HNF9YQKDtD6ciM9d1TSRC4bJ3LghQPyEpWkKMwl&show_text=true&width=500" width="500" height="645" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>