ირაკლი ქარქაშაძე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წლის ბოლოსთვის ერთდროულად "ვიზეარის" ოთხი ბაზირებული ხომალდი იქნება

2023 წლის პირველი დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ავიაკომპანია "ვიზეარი" საჰაერო ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის.

მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება. ამ დრომდე საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობს.

ასევე, მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში სიხშირეები გაიზრდება სხვადასხვა მიმართულებებზე და ზოგიერთი მიმართულება კვირაში სამი და ოთხი სიხშირით შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი წლის განმავლობაში ერდროულად "ვიზეარის“ ორი ბაზირებული ხომალდი დაიწყებს ოპერირებას.

"ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას მივაღწიეთ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ბოლოსთვის ერთდროულად „ვიზეარის“ ოთხი ბაზირებული ხომალდი იქნება, რაც გამოიწვევს კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი კადრის დასაქმებას და შექმნის 40-მდე ახალ სამუშაო ადგილს. ასევე, კიდევ ერთი ბაზირებული ხომალდი იქნება იმის გარანტი, რომ არსებულ მიმართულებებზე ავიაკომპანიას შესაძლებლობა ექნება, რეისებისა და სიხშირეების რაოდენობის ოპტიმიზაცია მოახდინოს. მეოთხე ბაზირებული ხომალდი ასევე საშუალებას იძლევა, ქუთაისის აეროპორტი „ვიზეარის“ მცირე ბაზიდან ეტაპობრივად საშუალო ზომის ბაზად გარდაიქმნას, რაც შემდგომი სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობაა“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება. 2023 წლის პირველი ივნისიდან ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან მესამე ბაზირებული ხომალდით დაიწყებს ოპერირებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით. 2023 წლის ბოლომდე კი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ევროპული მიმართულებების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება.